Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: აქტივობა მცირედით შემცირებულია 2016 წელთან შედარებით


თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი
თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), კენჭისყრის პროცესზე დაკვირვების გარდა, ხმების პარალელური დათვლის (PVT) პროცესსაც უძღვება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 19.1%-ს (+/-0.2% ცდომილების ხარისხით) მიაღწია, „რაც სტატისტიკურად უმნიშვნელოდ შემცირებულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემთან შედარებით (19.7%)“. განსხვავებული სურათია დედაქალაქში.

  • თბილისში 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 18.2% ოყო, რაც წარმოადგენს მცირედ ზრდას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დროის იმავე მონაკვეთში დაფიქსირებულ აქტივობასთან შედარებით (17.9%).
  • რეგიონებში (თბილისის გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 19.4% შეადგინა, მაშინ როდესაც 2016 წელს რეგიონებში ეს მაჩვენებელი 20.6% იყო.

PVT-ის ინფორმაციის ანალიზით საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სისწრაფეც იზომება. ISFED-ის ცნობით, საარჩევნო უბნების გახსნიდან 12:00 საათამდე პერიოდში, საარჩევნო უბნების 72.1%-ზე (2016 წელს - 70.7%) ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, უბნების 27.9 %-ზე (2016 წელს - 29.3%) ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-2 ამომრჩეველი წუთში.

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების 96.2%-ზე კენჭისყრის პროცესი კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG