Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს დასახლებული პუნქტების დაბომბვაში


წინა დღით ჟენევაში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის შიგნით და მის გარშემო მდებარე დასახლებული პუნქტების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვაში.


ახალი დაბომბვების შესახებ ცნობების ფონია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება ჟენევაში. საერთაშორისო შუამავლობის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკების დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის არიდების მიზნით შეამცირებენ ბრძოლის ინტენსივობას მთიანი ყარაბაღის გარშემო.

დღეს, უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ყველა აუცილებელ დახმარებას გაუწევს ერევანს, თუ საბრძოლო მოქმედებებს უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე ექნება ადგილი“.

იუწყებიან, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით, „საგანგებო“ კონსულტაციების დაწყება.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, დაიწყოს საგანგებო კონსულტაციები იმ მიზნით, რომ განისაზღვროს დახმარების სახე და მოცულობა, რითაც რუსეთს შეუძლია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილებაა, მაგრამ მას აკონტროლებენ სომხური ძალები, რომლებიც იქ უმრავლესობას წარმოადგენენ. სეპარატისტულმა ძალებმა სომხეთის დახმარებით აზერბაიჯანის არმიასთან 1990-იანი წლების ომის შემდეგ, კონტროლი დააწესეს საკუთრივ რეგიონზე და მიმდებარე მიწებზე.

27 სექტემბერის დაწყებულ სამხედრო მოქმედებების დროს ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შედეგი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG