Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის აპარატს პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცა


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს მსჯავრდებულის მხრიდან.

აპარატის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის, დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ამის გამო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების ძირითად ნაწილთან გასაუბრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG