Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარი არხის" ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 41%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 33% 


„მთავარმა არხი“ აქვეყნებს საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს, რომელიც ფრანგულ IPSOS-ს დაუკვეთა. გამოკითხვის 17:00 საათის შედეგების თანახმად, ლიდერობს მმართველი პარტია.

  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 41%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 33%
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 5%
  • „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 4%
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" – 3%
  • „გირჩი" - 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი" - 2%
  • „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2%
  • „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო" - 1%
  • „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ – 1%
  • სხვა - 5%

ეგზიტპოლი ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოიკითხა 3000 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%, გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუთი ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 52%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 25%

„იმედის“ ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ - 55.0 %, ნაციონალური მოძრაობა - 23,0%

„Edison Research“-ის ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება“ – 46%, 5 ოპოზიციური პარტია - 41%

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG