Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ლიდერები არ იზიარებენ ცესკო-ს წინასწარ შედეგებს და გეგმის შესამუშავებლად იკრიბებიან 


ნიკა მელია
ნიკა მელია

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები გამოჩნდნენ ენმ - „ძალა ერთობაშია"-დან გლდანის მაჟორიტარი კანდიდატის ნიკა მელიას ოფისში. ისინი არ იზიარებენ მონაცემებს, რომელიც საზოგადოებას გააცნო ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ. „პირველ რიგში რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ოპოზიციის სწრაფი შეკრება. ზუსტად გეტყვით რასაც გავაპროტესტებთ. ცესკო არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ამ გაყალბების. აყალბებს ივანიშვილი, რომლისთვისაც ცესკო არის ერთ-ერთი მექანიზმი", - თქვა მელიას ოფისში მისვლის შემდეგ „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარმა კანდიდატმა ვაკის რაიონში ელენე ხოშტარიამ.

ინტერაქტიული რუკა
ინტერაქტიული რუკა

„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ოპოზიცია აპირებს ქართველი ხალხის ნების დაცვას. „ის მონაცემები და ინფორმაცია, რაც მოგვდის, არ მიანიშნებს იმას, რომ არჩევნების სამართლიანობა და ხალხის ნება არ იქნება გამოხატული იმ ციფრებში, რომელიც დაწერა ბიძინა ივანიშვილმა", - თქვა გოგუაძემ.

ნიკა მელია აღნიშნავს, რომ კოლეგების მისვლის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას და ერთობლივი განცხადებით გამოვლენ.

ცესკოს პირველი წინასწარი მონაცემები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ - 54,72 %;
  • „ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 23,61 %
  • „გირჩი“ – 1,91 %
  • „ევროპული საქართველო“ – 3,99%
  • „ლელო“ – 2,66%;
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,46 %;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,34%;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 0,92%;
  • „მოქალაქეები“ – 0,93%;
  • „ერთიანი საქართველო“ - 0,73%.
XS
SM
MD
LG