Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული მარში" ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით იწყებს „ოცნების" ოფისის პიკეტირებას


ირაკლი შიხიაშვილი
ირაკლი შიხიაშვილი

ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარში", რომელიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს. ის არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

„მე მინდა მივმართო ქართველ ერს, რომ ეს არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ „ქართულმა ოცნებამ" დააყაჩაღა ქართველი ხალხის ნება. ქართველი სოროსი აღმოჩნდა თვითონ ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს „ქართული მარშის" ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი. მას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები მოატყუა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გადაწყვიტა არჩევნების გაყალბება. როგორც შიხიაშვილი ამბობს, მისი ოჯახიდან საარჩევნო უბანზე შვიდი ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად, თუმცა მხოლოდ ერთი ხმა დაწერეს.

„ქართული მარში" 2 ნოემბრიდან აპირებს მმართველი პარტიის შტაბის პიკეტირებას არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა მარშმა" მიიღო ხმების 0.25%.

XS
SM
MD
LG