Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება ღია სივრცეშიც


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადეების ხმარება სავალდებულო ხდება არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისა და, ამასთან ერთად, დაავადების გავრცელებისგან, არის პირბადე.

„მოდით, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე, ეს არის ძალიან მარტივი და ყველაზე კარგი საშუალება დაცვის საკუთარი თავის და სხვისიც“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 943 შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით, 91-ით მეტია. დღე-ღამეში 1943 შემთხვევა ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა პიკი - 1941 შემთხვევა 24 ოქტომბერს დაფიქსირდა.

გასულ 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG