Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა ამომრჩევლებმა 3 ნოემბერს დიდი არჩევანი უნდა გააკეთონ, როცა საარჩევნო უბნებში მივლენ


აშშ-ის ხმის უფლების მქონე მოქალაქეები 3 ნოემბერს მონაწილეობას იღებენ ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს არჩევნებში - პაექრობაში ორ სრულიად განსხვავებულ კანდიდატს შორის, რომელიც იმართება პანდემიის დროს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, განსხვავებული რესპუბლიკელი, რომელმაც ოთხი წლის წინ კონსერვატიზმის თავისებური ფორმა შეიტანა თეთრ სახლში, ესწრაფვის, კიდევ ოთხი წლით დარჩეს პრეზიდენტის სავარძელში. მისი მოწინააღმდეგეა დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელსაც ფესვები მუშათა კლასში აქვს და რომელმაც პირობა დადო, რომ მოსპობს „ვირუსს“ და გააერთიანებს ქვეყანას.

ხმის მიცემა 3 ნოემბერს დაიწყება აღმოსავლეთი სანაპიროს შტატებში ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე, თბილისის დროით 16 საათზე.

კენჭისყრა გაგრძელდება სხვადასხვა დროით სარტყელში და ხმის უფლების მქონეებს, მათ, ვინც წინასწარ არ მისცა ხმა, შესაძლებლობა აქვთ, პირადად გააკეთონ ეს დღის განმავლობაში.

უჩვეულო კენჭისყრის პირობებში, როცა კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, აშშ-ის ხმის უფლების მქონე 97-მა მილიონმა პირმა უკვე გამოხატა თავისი ნება ფოსტის გზით, ან ვადამდე გახსნილ საარჩევნო უბნებში, საშუალებებით, რომელიც ვირუსის გავრცელების შეჩერებას უკავშირდება.

მიმომხილველები აცხადებენ, რომ შედეგების გამოცხადებას დრო დასჭირდება, განსხვავებით ადრინდელი საპრეზიდენტო არჩევნებისგან, როცა კანდიდატის ვინაობა, რომელიც პირველი მოიპოვებდა ამომრჩევლების 270 ხმას, ანუ გამარჯვებისთვის საკმარის რაოდენობას, იმავე ღამეს ცხადი ხდებოდა.

XS
SM
MD
LG