ხუთი პატიმარი, რომელიც გიორგი რურუას წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეობდა, უფრო მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
რურუას 2 ნოემბერს ციხეში ფიზიკურად დაუპირისპირდა 5 პატიმარი, როცა ის ადვოკატთან ვიზიტის მიზნით იყო გამოსული საკნიდან. საქმეზე დაწყებულია გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით.
გიორგი რურუას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის. რურუა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, იარაღი ჩაუდეს სამართალდამცველებმა, მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო. გიორგი რურუას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილი.
დაწერეთ კომენტარი