Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიცე-მერის თქმით, თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში, პანდემიის გამო, პრობლემები აქვს


თბილისის მერიის შემოსალების ნაწილში პრობლემებია კორნავირუსის პანდემიის გამო, ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა მერიაში გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე. მისი სიტყვებით, ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირდება.

„საშემოსავლო ნაწილში გვაქვს პრობლემები პანდემიის გამო, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. პრივატიზაციის მიმართულებას საკმაოდ ეფექტურად ვამუშავებთ. გეგმას ვასრულებთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, მოგვიწევს საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის კიდევ უფრო მობილიზება იმისთვის, რომ წლევანდელ ფინანსურ გამოწვევებს მუნიციპალიტეტმა სრულად უპასუხოს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამ განცხადების საპასუხოდ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საპრივატიზაციო ქონების მოძიება დაავალა.

„მაქსიმალურად მოვიძიოთ, რა შესაძლებლობები გაგვაჩნია, რომ საპრივატიზაციო გეგმა შევასრულოთ. ის გეგმა და დანაკლისი, რაც გვაქვს შემოსავლების ნაწილში, მაქსიმალურად მოვახერხოთ ამის დაბალანსება. ეს ყველაფერი აისახება ქალაქზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმ პროგრამებზე, რაც სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გვაქვს, ამიტომ მაქსიმალური მუშაობა გვმართებს, რომ შემოსავლები როგორმე გავზარდოთ ქალაქის დასახმარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG