Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში კვლავ გრძელდება ბრძოლები


სტეფანაკერტი, 3 ნოემბერი, 2020 წ.
სტეფანაკერტი, 3 ნოემბერი, 2020 წ.

მიუხედავად ადრე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა, აზერბაიჯანის არმიასა და ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ მყოფი მთიანი ყარაბაღის სამხედრო ძალებს შორის კვლავ გრძელდება შეტაკებები, რაშიც მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთმა 4 ნოემბერს გაავრცელა ცნობები, რომ უკუაგდო აზერბაიჯანის მხრიდან წამოწყებული იერიში, რომელიც მიზნად ისახავდა მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშის ხელში ჩაგდებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო სომხური მხარის მიერ გავრცელებული ცნობა. ბაქო იტყობინება სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლების შესახებ სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო, მათ შორის, ქალაქებში ტერტერში, აგდამსა და მარტუნიში.

მხარეები ასევე ადანაშაულებენ ერთმანეთს სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვაში.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილებაა, მაგრამ მას აკონტროლებენ სომხური ძალები, რომლებიც იქ უმრავლესობას წარმოადგენენ. სეპარატისტულმა ძალებმა სომხეთის დახმარებით აზერბაიჯანის არმიასთან 1990-იანი წლების ომის შემდეგ, კონტროლი დააწესეს საკუთრივ რეგიონზე და მიმდებარე მიწებზე.

27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო მოქმედებების განმავლობაში ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შედეგი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG