Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის ბრალდებით დააკავა ერთი პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ოქრიაშვილის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა 1985 წელს დაბადებული ბ.ო.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, თავისი ნათესავი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც შსს აცხადებს, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ოქრიაშვილმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარულ ოლქში ენმ „ძალა ერთობაშია"-დან იყრიდა კენჭს, საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრა 31 ოქტომბრის არჩევნებს დაუკავიშირა.

კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი მისი ნათესავია.

XS
SM
MD
LG