Accessibility links

site logo site logo

ტრამპმა გაასაჩივრა ხმების დათვლა მიჩიგანში და ხელახლა დათვლას ითხოვს ვისკონსინში


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მიჩიგანის შტატის სასამართლოში საჩივარი შეიტანა და მოითხოვა, გააცნონ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლის პროცესი. მიჩიგანი ერთ-ერთი ის შტატია, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.

შტაბის თანახმად, ის ითხოვს, დროებით შეწყდეს დათვლა, სანამ მას ამ პროცესზე წვდომას მისცემდნენ. მიჩიგანში ტრამპი ოდნავ ჩამორჩება დემოკრატ მეტოქეს, ჯო ბაიდენს.

ამავე დროს ტრამპის შტაბმა განაცხადა, რომ ის ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს ვისკონსინში.

ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბი მიესალმა ხმების გადათვლის პროცესს. ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ადვოკატის თქმით, ისინი მზად არიან ნებისმიერი სამართლებრივი დავისთვის.

ადრე ტრამპი დაიმუქრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს მიმართავდა.

„ჩვენ უზენაეს სასამართლოს მივმართავთ, ჩვენ გვინდა, რომ ყოველგვარი კენჭისყრა შეწყდეს,“ უთხრა ტრამპმა თავის მომხრეებს ოთხშაბათს თეთრ სახლში გამოსვლისას.

მაგრამ ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ამჟამად ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG