Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრის თქმით, ლარის გაუფასურება ოპოზიციის აქციებს უკავშირდება


ივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ლარის კურსის გაუფასურება ერთმნიშვნელოვნადაა დაკავშირებული პოლიტიკურ დაძაბულობასთან და სხვა ობიექტური მიზეზი არ არსებობს:

„ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა იმისა, რომ რა მერყეობასაც ეხლა ვხედავთ, არ არის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია იმ რადიკალიზმთან და იმ პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. და ამავდროულად ეს დაძაბულობა თავის მხრივ ხელს უწყობს როგორც ხედავთ და არ არის ეს რთული მისახვედრი და ემპირიულადაც ჩანს, ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას“, - აღნიშნა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ლარის ვარდნა არის რეაქცია ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით არსებულ რადიკალიზმზე და შესაბამისად მისი კურსის დასტაბილურებისთვის საჭიროა პოლიტიკური პროცესი კონსტრუქციულ ჩარჩოებში დაბრუნდეს.

ლარი დოლართან 4,21 თეთრით, ევროსთან კი 4,56 თეთრით გაუფასურდა. ლარის პოზიტიურ დინამიკაზე გავლენა ვერ იქონია ეროვნული ბანკის მიერ ორი დღის წინ გაყიდულმა 60-მა მილიონმა დოლარმა.

დღეს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსია

  • 1 დოლარი - 3,3409 ლარი;
  • 1 ევრო - 3,9042 ლარი.

XS
SM
MD
LG