Accessibility links

თბილისში არჩევნების შედეგებს მსვლელობით რამდენიმე ადგილზე აპროტესტებენ


თბილისში ერთდროულად რამდენიმე ადგილზე აქცია-მსვლელობა იმართება. მანქანების კოლონა ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ გადაადგილდება. მოქალაქეები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ.

მსვლელობა დღეს, 13 საათზე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება.

მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები ცესკოს იმ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გამარჯვებულია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარტია პარლამენტში 74 მანდატს აგროვებს და უმრავლესობით გასამარჯვებლად მხოლოდ 2 მანდატიღა სჭირდება. შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ იზიარებენ და პროტესტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG