Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი შარაბიძე: ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჩივრებს არ განიხილავს, არის ტყუილი


გიორგი შარაბიძე, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი შარაბიძე, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის თქმით, ტყუილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჩივრებს არ განიხილავს.

„ის, რომ ეს საჩივრები არც ერთი არ კმაყოფილდება, ესეც არის ტყუილი და ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ გადაითვალეს შედეგები, ესეც არის ტყუილი და ამას მოწმობს სტატისტიკა, რომელსაც დღეს გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, მარტო შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კომისიებში 1400-ზე მეტი საჩივარი იყო შესული:

„ყველა ეს საჩივარი კანონის თანახმად არის განხილული. ზოგი დაკმაყოფილდა, ზოგი განუხილველი დარჩა, ზოგი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზოგიც შევისწავლეთ ჩვენი ინიციატივით. 9 გადასატანი ყუთი გაუქმდა, 7 თუ 8 ოლქში გადაითვალა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ „დილის საუბრებში“.

არჩევნების დარღვევებზე დაწერილი საჩივრების განხილვა, ცესკო-სა და რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ათეული წევრისა და მხარდამჭერის პროტესტის ფონზე წარიმართა. ხელისუფლება და ცესკო არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. საჩივრების განხილვა საოლქო კომისიებში დასრულებულია, მომჩივნებს ახლა შეუძლიათ სასამართლოებს მიმართონ.

XS
SM
MD
LG