Accessibility links

საკვანძო პენსილვანიის შტატში დაწინაურდა დემოკრატების კანდიდატი, ჯო ბაიდენი


აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, სადაც კვლავ გრძელდება ხმების დათვლა რამდენიმე საკვანძო შტატებში, დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი დღეს დაწინაურდა ჯორჯიაში და ბოლო მონაცემებით ასევე მცირედით ლიდერობს პენსილვანიაში.

ჯო ბაიდენს ჯერჯერობით მიღებული აქვს პენსილვანიის შტატის ამომრჩეველთა ხმების 49,5 %, ხოლო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს - 49,4%.

მაგრამ ამ შტატში ჯერ კიდევ დასათვლელი რჩება ხმათა 4,6%-ი.

თუ პესილვანიაში ჯო ბაიდენს 6 819-ით მეტი ხმა აქვს, კიდევ უფრო მცირეა განსხვავება ჯორჯიაში. იქ ჯო ბაიდენს აქვს მის მეტოქეზე მხოლოდ 1098-ით მეტი ხმა აქვს. მაგრამ ამ შტატში თითქმის დასასრულს უახლოვდება ხმის დათვლის პროცესი. დარჩენილია მხოლოდ 1%-ი.


ჯორჯიის შტატს ამომრჩეველთა კოლეგიის 16 წევრი ჰყავს, პენსილვანიაში- 20-ი.

ჯორჯიისა და პენსილვანიის შტატების მოგების შემთხვევაში ჯო ბაიდენი აგროვებს 270-ზე მეტი ამრჩევის ხმას, რაც საკმარისია კანდიდატის გასამარჯვებლად.


ამ მომენტისთვის დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 წევრი წყავს. რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს - 214.

ხმების დათვლის პროცესი ასევე გრძელდება არიზონაში, ნევადასა და მიჩიგანში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG