Accessibility links

პოლიცია აცხადებს, რომ აქტიურად აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო წესების შესრულებას


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, აქტიურად აკონტროლებენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს.

სამინისტროს ცნობით, პატრულ-ინსპექტორები თბილისის ყველა მეტროსადგურთან არიან მობილიზებულნი და აკონტროლებენ შემსვლელების მიერ მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას. სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ სამართალდამცველები ინტენსიურად პატრულირებენ საქართველოს ყველა დიდი აგრარული ბაზრისა და ბაზრობების ტერიტორიებზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG