Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე: პარლამენტში არავინ შევა იმიტომ, რომ ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო


„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა და თქვა, ქვეყნის დამონება იწყება ხმის წართმევით, ამიტომ ერთიანობა გვჭირდება ყველა ხმის დასაცავადო.

მამუკა ხაზარაძემ ახსენა, რომ წელს არჩევნებზე ხმის მისაცემად პირველად მივიდა 80 ათასამდე ახალგაზრდა. „რა უნდა ვუთხრათ მათ, ვითომ არაფერი მოხდა? ასე არ გამოვა! ჩვენ თითოეული ამ შვილის ხმა უნდა დავიცვათ“, - თქვა „ლელოს“ ლიდერმა და დასძინა: ამ პარლამენტში არავინ შევა იმიტომ, რომ მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო, თუ გვინდა, რომ მომავალი თაობა ამ გაჭირვებიდან გამოვიდესო.

აქცია პარლამენტის წინ 15:30 საათისთვის დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ ცესკოს შედეგებს, რომლის მიხედვითაც, კვლავ უმრავლესობაში რჩება "ქართული ოცნება". ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, მმართველი პარტია კი დამაჯერებელ გამარჯვებაზე საუბრობს.

XS
SM
MD
LG