Accessibility links

site logo site logo

ცესკო აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობა სხვა დროს დაფიქსირებული საშუალო მაჩვენებლისგან არ განსხვავდება


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გაავრცელა საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიხედვით ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა. მათი ცნობით, 8 ნოემბრის მდგომარეობით, 2020 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4.14%-ია.

ცესკოს ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან. 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ბათილი ბიულეტენების რაოდენობა პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.15%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.03%-ით - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG