Accessibility links

პარლამენტთან ოპოზიცია და მოქალაქეები იკრიბებიან


საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქცია გრძელდება. რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე მისულია, გამზირიც გადაიკეტა.

დღეს უკვე კომენდანტის საათი შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც, 22:00 საათიდან მოქალაქეების ქუჩაში ყოფნა აკრძალულია. მოქალაქეს, რომელიც ამ წესს დაარღვევს, პოლიცია 2000 ლარით დააჯარიმებს.

"ეს არ არის ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, ეს არის პოლიტიკური შეზღუდვები და არ ვაპირებთ დამორჩილებას", - თქვა თინა ბოკუჩავამ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა.

"ჩვენ არავის მოვუწოდებთ, რომ 22:00 საათის შემდეგ დარჩეს ვინმე. მაგრამ ჩვენ სათქმელს ვეტყვით ხალხს, არ შეიძლება კოვიდს კომენდანტის საათით ებრძოლო, ნოემბერში წყლის ჭავლს მიუშვებ და მერე ეტყვი, რომ მასზე ზრუნავ... შეზღუდვებით პროტესტის ჩახშობა არ ხდება", - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

აქცია დღეს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ, ღამით ცესკოსთან შეკრებილი რამდენიმე ასეული ადამიანი წყლის ჭავლით დაშალეს. იმის გამო, რომ მოქალაქეები საპოლიციო ძალებს უპირისპირდებოდნენ, ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ დროებით დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG