Accessibility links

აჭარის პოლიციის უფროსი ეხმაურება ბათუმში აქციის მონაწილეების დაუმორჩილებლობას


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილი გამოეხმაურა ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციას. დემონსტრანტები ქუჩაში, მას შემდეგაც დარჩნენ, რაც 22:00 საათზე ამოქმედდა კორონავირუსის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა.

„გარკვეული პირები, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ ემორჩილებიან დადგენილ შეზღუდვებს, იმყოფებიან ახლა მიმდებარე ტერიტორიაზე და შსს იმოქმედებს კანონის შესაბამისად. მოხდება პიროვნებების იდენტიფიცირება და შესაბამისად დაჯარიმება. გარკვეულ პირებს უნდათ აქ მოხდეს გარკვეული პროვოცირება - ჩვენ არ ვაპირებთ. ყველა პოლიციელი იმოქმედებს კანონის შესაბამისად. დარღვევა სახეზეა და შესაბამისად, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. დეტალებზე ცოტა მოგვიანებით გავისაუბროთ. გადაწყვეტილება მიღებულია. ღია სივრცეში გადაადგილება 10 საათის შემდეგ აკრძალულია", - თქვა ანანიაშვილმა.

ბათუმში აქციის მონაწილეებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს 21:50 საათზე და თქვეს, რომ არ აპირებენ დაშლას. იქვე მობილიზებულია პოლიცია.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ თბილისსა და ბათუმში ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. „ქართული ოცნება“ გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG