Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Pfizer-მა ახალი ვაქცინის იმედის მომცემი შეფასება წარმოადგინა, აშშ-ში კოვიდ-19-ის შემთხვევათა რიცხვი ათ მილიონს გასცდა


აშშ-ის ფარმაცევტულმა გოლიათმა, Pfizer-მა და მისმა გერმანულმა პარტნიორმა, BioNTech SE-მ 9 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ პირველადი გამოცდის დროს კოვიდ-19-ის ახალმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ შემთხვევათა 90 პროცენტში ეფექტიანობა გამოავლინა.

ამ გარღვევას მიესალმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც განაცხადა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრივი, 13-კაციანი ჯგუფის შექმნის შესახებ. ბაიდენმა მოუწოდა თანამემამულეებს, კვლავაც ატარონ პირბადეები და თქვა, ჩვენი ქვეყანა საფრთხის ქვეშააო.

Pfizer-მა განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთხოების თაობაზე პრობლემა არ გაჩენილა და რომ აშშ-ში ვაქცინის გამოყენების საგანგებო უფლებას მოელის.

კომპანიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ „დღეს დიდი დღეა მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის“. მისი თქმით, ვაქცინის შემუშავება დიდი მოვლენაა გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში, რომელმაც მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

ამ ამბების ფონზე, საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები სწრაფად გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ განცხადება „იმედის მომცემია“.

9 ნოემბერს აშშ-ში აღნუსხული იყო 10 მილიონი ინფიცირებული. მანამდე კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა მსოფლიოში 50 მილიონს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG