Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში ნიკარაგუა წარმომადგენლობას ხსნის


 ნიკარაგუის ელჩი, ალბა ტორეს მეხია რწმუნების სიგელს გადასცემს ვლადიმირ პუტინს
ნიკარაგუის ელჩი, ალბა ტორეს მეხია რწმუნების სიგელს გადასცემს ვლადიმირ პუტინს

რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ პირველად, იქ გაიხსნება უცხოეთის სახელმწიფოს წარმომადგენლობა - ნიკარაგუის საპატიო საკონსულო. ამის თაობაზე რუსეთის სააგენტო „ტასი“ იტყობინება ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენლის, გეორგი მურადოვის ნათქვამზე დაყრდნობით. ცნობით, ნიკარაგუის ელჩი უკვე ჩავიდა ნახევარკუნძულზე ვიზიტად.

წარმომადგენლობა 10 ნოემბერს იხსნება. საპატიო კონსულად დანიშნულია ვლადიმირ პუტინის ყოფილი წარმომადგენელი ოლეგ ბალავენცევი. თანამდებობა მას დიპლომატიურ იმუნიტეტს მიანიჭებს. უკრაინაში ბალავენცევს დაუსწრებლად მიუსაჯეს 13-წლიანი პატიმრობა ყირიმის ანექსიაში მონაწილეობის მიღებისთვის.

კიევმა აგვისტოში გაუგზავნა საპროტესტო ნოტა ნიკარაგუას საკონსულოს გახსნის თაობაზე. მაშინ ცენტრალური ამერიკის ქვეყანას სანქციებით დაემუქრნენ. 6 ნოემბერს უკრაინის მთავრობა გამოვიდა წინადადებით უშიშროების საბჭოში, ნიკარაგუისთვის სანქციების დაწესების შესახებ. სანქციები შესაბამისმა უწყებებმა და შემდეგ, პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცონ.

ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ მოხდა იქ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ 2014 წელს. ის უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა მას მერე, რაც ძირითადი ობიექტები რუსეთის ჯარს ჰქონდა დაკავებული. უკრაინა და მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა რეფერენდუმს და მის შედეგებს არ აღიარებენ.

XS
SM
MD
LG