Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერს დაუდასტურდა Covid - 19


გიორგი შენგელია
გიორგი შენგელია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ დაუდასტურდა კორონავირუსი.

„ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში - დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!”, - აცხადებს გიორგი შენგელია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11 ნოემბრის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 294 შემთხვევა დადასტურდა.

XS
SM
MD
LG