Accessibility links

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა სლოვაკეთის ნაკრები დაამარცხეს


საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სლოვაკეთის ამავე ასაკობრივი ნაკრების ძლევით დაასრულა. თბილისის „მიხეილ მესხის სახელობის“ სტადიონზე გამართული თამაში ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.

მასპინძლები მე-9 წუთზე დაწინაურდნენ, ლუკაშ ფაბის ავტოგოლით. 78-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, საბოლოო შედეგი კი მიროსლავ გონომ დააფიქსირა თამაშისთვის მსაჯის მიერ დამატებულ დროში.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღევანდელი თამაშის მოგებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა - ჩამორჩა შვეიცარიას და საფრანგეთს და გაუსწრო სლოვაკეთს, აზერბაიჯანსა და ლიხტენშტაინს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG