Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინიმუმ 74 მიგრანტი დაიღუპა ლიბიის ნაპირებთან ნავის ჩაძირვის შედეგად


აფრიკელი მიგრანტები ხმელთაშუა ზღვაში. 2020 წ. 29 თებერვლის ფოტო.
აფრიკელი მიგრანტები ხმელთაშუა ზღვაში. 2020 წ. 29 თებერვლის ფოტო.

12 ნოემბერს მინიმუმ 74 მიგრანტი დაიღუპა ნავის ჩაძირვის შედეგად ლიბიის ნაპირებთან, 47 ადამიანი სანაპირო დაცვამ და მეთევზეებმა გადაარჩინეს და ხმელეთზე გაიყვანეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, მიგრანტების ნავი ლიბიის პორტ ალ-ხუმსის მახლობლად გადაბრუნდა. ლიბია მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტია აფრიკელი მიგრანტებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. ორგანიზაციის თანახმად, წელს ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობისას უკვე დაიხრჩო მინიმუმ 900 ადამიანი. კიდევ 11000 ზღვაში დააკავეს და დააბრუნეს ლიბიაში, სადაც მიგრანტებს ხშირად აკავებენ, ექსპლუატაციას უწევენ და შეურაცხყოფენ.

მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროს ლტოლვილთა სააგენტო აცხადებენ, რომ ლიბია არ შეიძლება მიიჩნეოდეს უსაფრთხო დასაბრუნებელ ნავსადგურად და რომ ზღვაში დაკავებული ან გადარჩენილი მიგრანტები არ შეიძლება იქ გაიგზავნონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG