Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი 1500-ს უახლოვდება


ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის ინფიცირების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოში დაფიქსირებული 3473 ახალი შემთხვევიდან მესამედზე მეტი დედაქალაქზე მოდის.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 1 493;
  • აჭარა - 448;
  • იმერეთი - 513;
  • ქვემო ქართლი - 190;
  • შიდა ქართლი - 175;
  • გურია - 55;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287;
  • კახეთი - 98;
  • მცხეთა-მთიანეთი - 119;
  • სამცხე-ჯავახეთი - 72;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 73 154 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 55 511.

ბოლო 24 საათში 37 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც საერთო მაჩვენებელი 636-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG