Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა კორონავირუსისგან განიკურნა


ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ერთ-ერთია იმ 3 342 პაციენტს შორის, რომელიც ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა. მინისტრის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"[ნათია თურნავა] დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით აგრძელებს", - ვკითხულობთ პრესრე

ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი 3 ნოემბერს დაუდასტურდა. ის სახლში მკურნალობდა. მანამდე, 2 ნოემბერს ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც. ვირუსისგან ისიც განიკურნა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 73 154 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 55 511.

ბოლო 24 საათში 37 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც საერთო მაჩვენებელი 636-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG