Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში 102 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა


102 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა. ის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარია.

ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე განმარტავს, 102 წლის პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 55 511. ამავდროულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც. ბოლო 24 საათში ვირუსი 3 473 პირს დაუდასტურდა, რამაც საერთო რაოდენობა 73 154-მდე გაზარდა.

XS
SM
MD
LG