Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიშა ჩამოდი“ ბანერების გამოჩენის შემდეგ, „ლელომ“ და „მოქალაქეებმა“ ბათუმის აქცია დატოვეს


აქციაზე მისული დემონსტრანტების ნაწილს უკავია ფურცლები წარწერით „მიშა ჩამოდი“, რომლითაც ისინი უკრაინაში მოღვაწე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.
აქციაზე მისული დემონსტრანტების ნაწილს უკავია ფურცლები წარწერით „მიშა ჩამოდი“, რომლითაც ისინი უკრაინაში მოღვაწე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.

ოპოზიციური პარტიების, „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა დატოვეს ბათუმში მიმდინარე საერთო ოპოზიციური საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც დემონსტრაციაზე გაჩნდა ფურცლები წარწერით „მიშა ჩამოდი“.

ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ აქცია სწორედ აღნიშნული ბანერების გამო დატოვეს. მისი თქმით, ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, დემონსტრაცია ზეპარტიული უნდა იყოს და არ უნდა ჟღერდებოდეს მოწოდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით.

„ეს აქცია იქცა ერთი პარტიის აქციად“, - განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში, ირაკლი კუპრაძემ.

„მთავარი მიზანია, რომ შევქმნათ ისეთი ოპოზიციური ერთობა, რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული. ჩვენი ოპოზიციური ერთობა უნდა ემყარებოდეს ძირითად პრინციპებს“, - თქვა კუპრაძემ

პარტია „ლელოს“ სიმბოლური დროშები ბათუმის აქციაზე, მათ მიერ დემონსტრაციის დატოვებამდე.
პარტია „ლელოს“ სიმბოლური დროშები ბათუმის აქციაზე, მათ მიერ დემონსტრაციის დატოვებამდე.

დემონსტრანტების ნაწილის მიერ აქციის დატოვების შემდეგ, აქციის მონაწილეების მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ და თქვა: „მიშა უნდა ჩამოვიდეს!“

აქციაზე სკანდირებენ - „მიშა! მიშა!“

„მიშა! მიშა!“ - სკანდირებენ ბათუმში აქციის მონაწილეები
please wait

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00

„მიშა ჩამოდი“, „ვითხოვ მიშას“ - ამ წარწერებით ფურცლების გამოჩენას 14 ნოემბერს, თბილისის აქციაზე, უკმაყოფილება მოჰყვა რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან.

განახლება: მასალას დაემატა პარტია „ლელოს“ განმარტება.

XS
SM
MD
LG