Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევიდან 1249 თბილისიდანაა


​ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ 3 ათასზე მეტია, შემთხვევების მესამედზე მეტი კი კვლავ თბილისზე მოდის. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში - 1 249;
  • აჭარა - 516;
  • იმერეთი - 477;
  • ქვემო ქართლი - 178;
  • შიდა ქართლი - 181;
  • გურია - 82;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 212;
  • კახეთი - 70;
  • მცხეთა-მთიანეთი - 121;
  • სამცხე-ჯავახეთი - 60;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 82 835 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 230 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 65 291.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 733-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG