Accessibility links

დავითულიანი ოპოზიციას მოუწოდებს, დაგმოს ენმ მეორე ტურში "სირცხვილის კორიდორების" მოწყობისთვის


"ქართული ოცნების" პროპორციული სიის ერთ-ერთი წევრი ბექა დავითულიანი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, შეაფასონ "ნაციონალური მოძრაობის" სურვილი მეორე ტურში მისული ამომრჩევლისთვის "სირცხვილის კორიდორის" მოწყობაზე. მომავალი პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს.

"ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიტაცება, მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იმავეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას", - განაცხადა დავითულიანმა საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე.

პარტიების მსგავსად, დავითულიანმა ამ საკითხის შეფასება მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც სთხოვა.

გუშინ, 15 ნოემბერს ბათუმში გამართულ აქციაზე მოქალაქეებს მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ. მან მეორე ტურის მიმდინარეობის პარალელურად მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორების მოწყობისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG