Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს.

"ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს", - აცხადებენ კლინიკაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 117 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219.

XS
SM
MD
LG