Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნებამ" ცოდვის ცომი მოზილა - ნათელაშვილი ცესკოს კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს


"ლეიბორისტული პარტიის" პირველი ნომერი და ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას და კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით ცესკოს მიმართავს. მას უნდა, რომ ბიულეტენში, რომელიც ამომრჩეველს უბანზე დახვდება, მისი სახელი და გვარი აღარ ეწეროს.

"მიზეზი ერთადერთია, რეჟიმმა მიითვისა ძალაუფლება, მოახდინა ქართველი ხალხის ნების უზურპირება უხეში ძალადობრივი მეთოდებით, კრიმინალების, ნარკომანების, ძალოვანი სტრუქტურების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და დახმარებით - ანუ "ქართულმა ოცნებამ" ცოდვის ცომი მოზილა და ახლა ამას უნდა დაარქვას არჩევნები და მესამე ვადით დარჩენა", - თქვა ნათელაშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას.

ნათელაშვილის მიმართვის მიუხედავად, მისი სახელი და გვარი მოქალაქეებს ბიულეტენში მაინც დახვდება. პროცედურულად შეუძლებელია მეორე ტურში გადასული ორი საუკეთესო შედეგის მქონე რომელიმე კანდიდატის მოხსნა.

ოპოზიცია არ აღიარებს ცესკოს შედეგებს, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება" იმარჯვებს. იგი შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG