Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის საკრებულოს დეპუტატის მანქანას ცეცხლი მეორედ გაუჩნდა


"ქართული ოცნებიდან" ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის მანქანას ცეცხლი მეორედ გაუჩნდა. ახალციხის საკრებულოს დეპუტატს მანქანა სახლთან ჰყავდა.

"არ ვიცი ვინ იყო, მანქანას ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. დავრეკე 112-ზე და პატრული და სახანძრო მოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს, მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი, აღარ გამოდგება", - ამბობს ამბარცუმ ბაბოიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან დაზარალებულად ცნეს.

პირველად ამბარცუმ ბაბოიანის მანქანა 2017 წელს აფეთქდა. ამბარცუმ ბაბოიანი ამბობს, რომ გამოძიების პასუხს ამ დრომდე ელოდება. ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა მომხდარის გამო პოლიტიკური თავშესაფრის ძიება დაიწყო და რამდენიმე ქვეყანას თხოვნით მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG