Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია. მას კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. ინფორმაციას ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს. ის სახლში მკურნალობს. უცნობია, არის თუ არა გამყრელიძე ცერცვაძის კონტაქტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 117 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG