Accessibility links

მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც COVID-19-ით დაავადებულებს მკურნალობენ, ჟანგბადის მილი გასკდა


მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც COVID-19-ით დაავადებულებს მკურნალობენ, ჟანგბადის მილი გასკდა. ამის შესახებ ტასი იტყობინება თვითმხილველებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თავდაპირველად გაისმა ძლიერი ხმა, რის შემდეგაც დაიწყო დაკვამლიანება.

ინტერფაქსის ინფორმაციით, საავადმყოფოში შესაძლებელია აფეთქდა ჟანგბადის ბალონი. ამ ინფორმაციას მაშველები ამოწმებენ.

ტასის წყაროების თანახმად, არავინ დაზარალებულა და არ ყოფილა ნგრევა. ინციდენტი მოხდა საავადმყოფოს იმ კორპუსში, რომელშიც რემონტი მიმდინარეობს. იქ პაციენტები არ იმყოფებიან.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ნაწილობრივ ჩამოინგრა ერთი კედელი. როგორც იტყობინებიან, ტრავმა მიიღო ერთმა მუშამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG