Accessibility links

პაკისტანის პრემიერი ჩავიდა ქაბულში, აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას ამზადებს   


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი ქაბულში ჩავიდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანთან სასაუბროდ ავღანეთის მთავრობის და თალიბანის უშედეგო სამშვიდობო მოლაპარაკების და ძალადობის ზრდის ფონზე.

ეს არის ხანის პირველი ვიზიტი ამ პოსტზე და პაკისტანის ამ რანგის მმართველის პირველი სტუმრობა მას მერე, რაც ყატარში სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო სექტემბერში. ვიზიტი დაიწყო რამდენიმე დღეში მას მერე, რაც აშშ-მა გამოაცხადა, რომ აშშ 4500-დან 2500-მდე შამცირებს თავის ჯარს ავღანეთში იანვრის შუა რიცხვებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 20 იანვარს ტოვებს პოსტს მას მერე, რაც დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ ჯო ბაიდენთან, ცდილობს დაასრულოს იქ ყოფნა, ავღანეთში აშშ-ის ყველაზე ხანგლივი, 19 წლიანი კონფლიქტის შემდეგ.

ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის უნდობლობამ, რაც გამოიწვია პაკისტანის მხრიდან თალიბანის მალულმა მხარდაჭერამ, ხელი შეუშალა ორ ქვეყნის ურთიერთობებს ბოლო ათწლეულებში. ღანის წარმომადგენელმა, დავა ხან მინაპალმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების თემებია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობა და პირველ რიგში, მოძალადე ჯგუფებთან ბრძოლა რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG