Accessibility links

გერმანიაში ნიურნბერგის პროცესის 75-ე წლისთავი აღინიშნება


ნიურნბერგის სასამართლო პროცესის პირველი დღე, 20 ნოემბერი, 1945 წელი.

გერმანიაში აღინიშნება ნიურნბერგის პროცესის 75-ე წლისთავი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამარჯვებული მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა სამხედრო ტრიბუნალების სერია, რომლებზეც გაასამართლეს ნაცისტური გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლები საერთაშორისო სამართლის თანახმად.

ქალაქ ნიურნბერგში 20 ნოემბერს იმართება საგანგებო შეხვედრა, რომელიც შეზღუდულია კორონავირუსის პანდემიის გამო. შეხვედრის ადგილია მართლმსაჯულების სასახლე, მე-600 დარბაზი, სადაც 1945 წლის 20 ნოემბერს პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

მემორიალურ შეხვედრას ხსნის გერმანიის პრეზიდენტი, ფრან-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც სიტყვით გამოვა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართავენ ვიდეოგზავნილების საშუალებით თვითმხილველები, პოლიტიკოსები და ექსპერტები.

ნიურნბერგის პროცესი იყო პირველი აქტი ისტორიაში, როცა რომელიმე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები წარდგნენ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

პირველ პროცესზე, ბრალდებულები, ნაცისტური პარტიის 21 მაღალი რანგის წევრი, უპასუხებდა შეკითხვებს, რომლებსაც მათ უსვამდნენ ოთხი გამარჯვებული სახელმწიფოს, აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები.

მათ შორის იყვნენ მაღალი რანგის ნაცისტი მოხელეები, ადოლფ ჰიტლერის, იოზეფ გიობელსის და ჰაინრიხ ჰიმლერის გარდა, რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.

ტრიბუნალმა გასტანა თითქმის ერთ წელიწადს და გამოიტანა 12 სასიკვდილო განაჩენი, სამ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, სამი გაამართლეს.

მთავარს მოჰყვა 12 სასამართლო პროცესი 1946-1949 წლებში.

ნიურნბერგი ტრიბუნალის ადგილად სიმბოლურად აირჩიეს, რადგან იქ იმართებოდა ჰიტლერელთა მასობრივი თავყრილობები ომამდე და შემდეგ, იქ მიიღეს 1935 წელს ებრაელთა საწინააღმდეგო კანონები.

ნიურნბერგის პროცესმა ჩაუყარა საფუძველი საერთაშორისო სასამართლო სისტემას, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს განიხილავს.

2020 წლის შემდეგ ჰააგაში დაფუძნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ერთადერთი დამოუკიდებელი სასამართლოა, რომელიც დაკავებულია გენოციდით, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG