Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გასვლას მოითხოვს


მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ
მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ

როგორც მოლდოვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მას სწამს, რომ ქვეყანაში „ოდესმე გაჩნდება გეოპოლიტიკური შესაძლებლობა გაერთიანებისთვის“, ანუ თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის კიშინიოვის კონტროლქვეშ დაბრუნებისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს 1992 წელს „გაყინული“ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

სანდუს თქმით, აუცილებელია გამოინახოს დარეგულირების პრინციპი, რომელიც ყველასთვის იქნება მისაღები და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დნესტრისპირეთში მოლაპარაკებების ფორმატის ნაწილია. მაგრამ მან გამორიცხა მოლდოვის ფედერალიზაცია, ასევე მხარი დაუჭირა ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების მთლიანად გაყვანას.

ამჟამად დნესტრისპირეთში განლაგებულია რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფი 1700 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით. მათი ნაწილი სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში შედის. ასევე რუსეთის სამხედროები იცავენ იარაღის მსხვილ საწყობებს სოფელ კოლბასნაში. მოლდოვის ხელისუფლება არაერთხელ გამოვიდა რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით, მაგრამ საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი. ამჟამინდელი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც 15 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა სანდუსთან ორთაბრძოლაში, ეწინააღმდეგებოდა ჯარების გაყვანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG