Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRC მეორე ტურს აფასებს: საპრეზიდენტო არჩევნებისდროინდელი ბიულეტენები, დაბალი აქტიურობა, დამკვირვებლების ნაკლებობა


არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილ ტენდენციებს აფასებს და წერს, რომ ამომრჩეველთა დაბალი აქტივბის მიზეზი, სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ არჩევნებისთვის გამოცხადებული ბოიკოტი იყო.

მათი განცხადებით, ბოიკოტმა მოახდინა გავლენა არჩევნების შედეგზეც - ორივე ოლქში, სადაც ისინი არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ (ხაშური-ქარელისა და რუსთავი-გარდაბნის) გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.

ცენტრის დაკვირვებით, საარჩევნო უბნებზე შეიმჩნეოდა კვალიფიციური და ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების ნაკლებობა. დამკვირვებლად რეგისტრირებული იყო ისეთი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელთა საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის უცნობია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების დაკვირვებით, მათ აკავშირებდათ ძველი ნაცნობობა“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე არაიდენტიფიცირებადი პირების ყოფნა, რომლებიც ხშირად ესაუბრებოდნენ მმართველი პარტიის კომისიის წევრებს და, ასევე - მმართველი პარტიის მხარდამჭერ სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს.

HRC წერს, რომ ასეთი მოქმედებებისა და საუბრების შინაარსი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ და აკვირდებოდნენ, რამდენი ადამიანი მათი მხარდამჭერი გამოცხადდა არჩევნებზე.

გამოკვეთილ დარღვევებს რაც შეეხება, „ადამიანის უფლებათ ცენტრი გამოყოფს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის N8 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, სადაც საარჩევნო ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 6 ბიულეტენი აღმოჩნდა.

საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენებზე შემოხაზული იყო შესაბამისი კანდიდატი და ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი.როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ამ უბნის არცერთ რეგისტრატორს. ასევე, ბეჭდის ნომერი არ წარმოადგენს აღნიშნული უბნის ბეჭდის ნომერს.

ხოლო შიდა ქართლში, წაღვლის საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, ხმების დათვლისას, საარჩევნო კომისიის წევრები შეეცადნენ, გასაბათილებელი ბიულეტენები, რომელზეც ორივე პარტიის კანდიდატი იყო შემოხაზული, მიეკუთვნებინათ „ქართული ოცნებისათვის“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია მეორე ტურში უბნების 88% და არჩევნების მეორე ტურში, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG