Accessibility links

კორონავირუსის შემთხვევებით თბილისი ისევ პირველ ადგილზეა


22 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 4048 შემთხვევა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარაში - 447, იმერეთში - 772, ქვემო ქართლში - 223, შიდა ქართლში - 241, გურია - 114, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 389, კახეთში - 164, მცხეთა-მთიანეთში - 48, სამცხე-ჯავახეთში - 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091.

მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 774, აჭარაში - 1 021, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 147, იმერეთში - 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 114, იმერეთში - 45.

3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 - თბილისში, 1 659 - აჭარაში, 310 - იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში - 26.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 241 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 201 პირი, აჭარაში - 18 088, იმერეთში - 5 313.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG