Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში დაკავებული აქციის მონაწილეები ხელწერილით გათავისუფლდნენ


არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხუთი წევრი, რომლებიც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 21 ნოემბერს დააკავეს, ხელწერილით გაათავისუფლეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ხათუნა ბერიძის განცხადებით, მათ განუმარტეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს:

„როგორც პოლიციაში განგვიცხადეს. დარღვევა პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას გულისხმობს“.

21 ნოემბრის საღამოს, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს, რომლებსაც შემაჯამებელი ოქმები და ბიულეტენები ოლქში შეჰქონდათ, „სირცხვილის დერეფნები“ მოუწყვეს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG