Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED ითხოვს, გაბათილდეს ყარაჯალის შედეგები, სადაც "კარუსელი" იყო და მარკირების წესი დაირღვა


"სამართლიანი არჩევნები" მოითხოვს, გაბათილდეს ლაგოდეხში კაბალის თემის სოფელ ყარაჯალის 22-ე უბნის შედეგები. ორგანიზაციამ კახეთის მე-10 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი უბანზე დაფიქსირებული "კარუსელისა" და მარკირების წესის დარღვევისთვის შეიტანა.

"სამართლიანი არჩევნების" თანახმად, მათ სწორედ კაბალის ამ უბანზე დააფიქსირეს ერთი და იმავე პირების მიერ ხმის მიცემა რამდენჯერმე. 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დროს, რადიო თავისუფლებამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გადაიღო ამომრჩეველი, რომელსაც უბანზე შესვლის დროს მარკირება არც შეუმოწმეს და არც ხმის მიცემამდე გაუკეთეს. სამართლიანი არჩვენების საჩივარში სწორედ ამ დარღვევაზეც არის ლაპარაკი.

მე-10 ოლქში საჩივრის განხილვის დროს იმსჯელებენ როგორც "სამართლიანი არჩევნების" საჩივარზე, ასევე რადიო თავისუფლების გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც იდენტურ დარღვევაზეა საუბარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG