Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრომ კომუფლირებული “მინი ახალი აღთქმა” და “მინი ყურანი” დაბეჭდა


თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო

რელიგიური ლიტერატურა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინიციტივით პანდემიის დროს გამარტივებული შესყიდვით, ტენდერის გარეშე დაიბეჭდა, სახელმწიფოს 80 000 ლარამდე დაუჯდა;

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა 23 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გიორგობის დღესასწაულზე სამხედროებს “მინიატურული წმინდა წიგნები გადაეცათ”.

“მინიატურულ წმინდა წიგნია” თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გამოცემული მინიატურული ახალი აღთქმა, რომელიც ასეა აღწერილი: “საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადი. მისი ყდა კომუფლირებულია, ფურცლები კი, მყარი, თხელი და გასანთლულია, რომ არ დასველდეს. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის. ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელწმიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი.”

ბიბლიის გამოცემა ჯარისკაცებისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასე გამოიყურება
ბიბლიის გამოცემა ჯარისკაცებისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასე გამოიყურება

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიხედვით, ამგვარი კრებული სულ 20 000 ცალი დაიბეჭდა და მასში თავდაცვის სამინისტრომ 70 000 ლარი გადაიხადა. შესყიდვა გამარტივებული ტენდერით არის შეძენილი და დოკუმენტაციაში არ იძებნება სამინისტროს არგუმენტაცია, თუ რა მიზნით არის ეს სახელმწიფო შესყიდვა გამართლებული ან რატომ გახდა კრებულის დაბეჭდვა საჭირო სწრაფი წესით და გამარტივებული ტენდერით.

23 ნოემბერს, სენაკში, II ქვეით ბრიგადაში ჯარისკაცებს ბიბლია მას შემდეგ გადაეცათ, რაც გიორგობის აღსანიშნავი მღვდელმსახურების შემდეგ ცოტნე (დადიანი) აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზი იოსები მათ წმინდა წიგნის ტარების ტრადიციისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

მინი ბიბლიის გარდა თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოს თვეში დაბეჭდა მინი ყურანიც - 1000 ცალი 9 990 ლარად. ყურანის ბეჭდვაც სამინისტრომ გამარტივებული ტენდერის გზით შეიძინა, არგუმენტაციის გარეშე. ორივე რელიგიური გამოცემა “პალიტრა L”-მა მოამზადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG