Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვების მიუხედავად, ტაქსით გადაადგილება შესაძლებელი იქნება


საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ტაქსითი გადაადგილება შესაძლებელი იქნება. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან პირადი მანქანითაც შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება.

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობაც შეზღუდულია. თუმცა არც ეს შეზღუდვა ვრცელდება ტაქსებზე.

ტაქსებს არ შეუძლიათ:

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოძრაობა;
  • 2 მგზავრზე მეტის გადაყვანა (ორივე მათგანი უკანა სავარძლებზე უნდა იჯდეს);
  • ტაქსითი გადაადგილება დასაშვებია, თუ ყველა მგზავრსა და მძღოლსაც პირბადე უკეთია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რთული ეპიდსიტუაციის გამო 28 ნოემბრიდან ქვეყანაში შეზღუდვები მკაცრდება.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 118 690 შემთხვევა. მათ შორის ბოლო 24 საათში - 3 801.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3200-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 98 781.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 124-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG