Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პარლამენტთან აპროტესტებენ


პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციას აპროტესტებენ.

მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შენობასთან საბჭოთა კავშირის სიმბოლო, ნამგალი და ურო დახატეს, მათ ასევე დატოვეს წარწერები „მონებო“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები, ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო და ამ საკითხზე "ორმხრივი განწყობა" დადასტურდა.

სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან ორი აქტივისტი დააკავეს.

სახელმწიფო უწყებებთან მისულ აქტივისტებს პოლიცია წარწერების გაკეთების უფლებას არ აძლევდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG