Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიარჰეი ციხანოუსკის რიგით მესამე ბრალდება წაუყენეს


საპროტესტო აქციის მონაწილეები სიარჰეი ციხანოუსკის პორტრეტით. მინსკი, 2020 წ. 27 აგვისტო.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სიარჰეი ციხანოუსკის პორტრეტით. მინსკი, 2020 წ. 27 აგვისტო.

ბელარუსში სასამართლო იზოლატორში მყოფ ოპოზიციონერ სიარჰეი ციხანოუსკის - ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლეს - ახალი, რიგით მესამე ბრალდება წაუყენეს. ამჯერად მას ბრალი ედება სოციალური შუღლის გაღვივებაში. ამის შესახებ Tut.by იტყობინება ციხანოუსკის ადვოკატზე დაყრდნობით.

ახალი ბრალდება ციხანოუსკის წაუყენეს ცოტა ხნით ადრე, სანამ გაუვიდოდა წინასწარი დაკავების ნახევარწლიანი ვადა. კანონის თანახმად, მისთვის ან უნდა შეეცვალათ სასჯელი, ან საქმე სასამართლოსთვის გადაეცათ. მაგრამ ახალი ბრალდების წყალობით შესაძლებელია წინასწარ დაკავებაში მისი 18 თვით დატოვება სასამართლოს გარეშე.

ციხანოუსკაის ამჟამად სამი ბრალდება აქვს წაყენებული - ორგანიზება მოქმედებებისა, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს (ამ ბრალდებით დააკავეს ის 29 მაისს), ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა და ამჟამად - შუღლის გაღვივება.

XS
SM
MD
LG