Accessibility links

logo-print logo-print

საია ბათუმის დაჯარიმებული ფიტნესკლუბის ინტერესებს დაიცავს


​საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში დაჯარიმებული ფიტნესკლუბის ინტერესებს დაიცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დადგენილება, რომლის საფუძველზეც კლუბი დააჯარიმეს და შემდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყეს, კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.

ფიტნესკლუბი Reformerfitness არ ემორჩილება მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც მან საქმიანობა უნდა შეაჩეროს. კომპანია შრომის ინსპექციამ 10 ათასი ლარით უკვე დააჯარიმა, თუმცა მან საქმიანობა გააგრძელა. ამ მიზეზით კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომპანიის მხარდასაჭერად "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ფიტნესცენტრის ტერიტორია "სახლად" იქირავა და ყველა, ვინც იქ მანამდე ვარჯიშობდა, დაპატიჟა. ამის მიუხედავად, გუშინ გვიან პოლიციამ ტრენაჟორები და დარბაზი დალუქა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG